არქივი19 ივნისი, 2024, 17:07
ქეცბაია: ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით
ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე. ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.