არქივი22 ივნისი, 2024, 22:09
მამუკა ხაზარაძე: ეს იყო თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობის ამაყი ბრძოლა. მადლობა ნაკრების თითოეულ მოთამაშეს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მართლაც თავდადებულ და მაგარ თამაშს ვუყურეთ. ეს იყო თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობის ამაყი ბრძოლა - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი საქართველო-ჩეხეთის მატჩს.
"საქართველოს ეროვნული ნაკრების მართლაც თავდადებულ და მაგარ თამაშს ვუყურეთ. ეს იყო თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობის ამაყი ბრძოლა.
მადლობა ნაკრების თითოეულ მოთამაშეს
მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში ყველა შეფასებას სცდება.
წინ პორტუგალიაა, ამ თამაშში უნდა გავიმარჯვოთ! დარწმუნებული ვარ, ბიჭები თავს არ დაზოგავენ და გაიმარჯვებენ, რაც დიდი ნაბიჯი იქნება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
ერთი კი უნდა ითქვას, ბუდუ დაგვაკლდა"
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.