არქივი27 ოქტომბერი, 2024, 23:42
ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენმა თაობამ ცხოვრების საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული წლები გაატარა ქუჩის აქციებში, ტყვიებში, ბომბებში, მხედრიონის თარეშში, შიმშილსა და სიცივეში

"ყველას, ვინც ახლა წერს, რომ დაიღალა, აღარ აინტერესებს აღარაფერი და ამ ქვეყნიდან წასვლას აპირებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს:
35 წელია მე და ჩემი მეგობრები დაუღალავად ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. ჩვენმა თაობამ ცხოვრების საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული წლები გაატარა ქუჩის აქციებში, ტყვიებში, ბომბებში, მხედრიონის თარეშში, შიმშილსა და სიცივეში. ხვალ, უკლებლივ ყველა, მოდის აქციაზე, უყოყმანოდ და დიდი ენთუზიაზმით.
სტატუსს კი ილიას სიტყვებით დავასრულებ:”ეგ დიდის ხნის ამბავიაო, მეტყვი, მკითხველო! მაშინდელია, როცა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მხრებზედ ეყუდა; როცა ამ მძიმე ტვირთიდამ მხარის გამოცლა ჩვენში სირცხვილი ყოფილა. ეხლაო? ეხლა სესხია ჩვენი ცხოვრება ყველასათვის და ვალია თუ არა ვისთვისმე - ეგ კი ღმერთმა იცის.” - წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.