ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვცხოვრობ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ვერსიით" - როგორია ანა ნაცვლიშვილის ცხოვრება ტოკიოში - Marao

"ვცხოვრობ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ვერსიით" - როგორია ანა ნაცვლიშვილის ცხოვრება ტოკიოში - Marao

"ვცხოვრობ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ვერსიით" - როგორია ანა ნაცვლიშვილის ცხოვრება ტოკიოში - Marao
ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილსა და Look Models-ის დამფუძნებელ ნინა ცქიტიშვილს 4 შვილი ჰყავთ. უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას გაჰყვა და ისიც კალათბურთელია. ამჟამად ის ამერიკაში ცხოვრობს. ყველაზე პატარა, ანდრია სკოლის მოსწავლეა, ანამ კი სკოლა წელს დაამთავრა. ანა შეყვარებულია და მისი რჩეული ცნობილი ოფთალმოლოგის, გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის ვაჟი - სანდრო ჩიჩუაა. ანა და სანდრო გრძნობებს არ მალავენ და "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ანა ნაცვლიშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ სამოდელო სფეროში თავის დამკვიდრებას სულ უფრო აქტიურად ცდილობს. ის ცოტა ხნის წინ დიზაინერ მაკა კვიციანის ბრენდის Dalood გადაღებაში გამოჩნდა. ანა ჟურნალ ELLE-ის უნგრული გამოცემისთვისაც გადაიღეს. სულ ცოტა ხნის წინ ის დედასთან ერთად ჟურნალ "სითის: ყდაზეც ვიხილეთ, მანამდე კი დის, თაკო ნაცვლიშვილის ბრენდის კამპანიაშიც მონაწილეობდა.
ახლა ანა ნაცვლიშვილი კარიერულ განვითარებას აზიაში, ტოკიოში აგრძელებს.
"ტოკიოში დილის 10 საათია. მივდივარ გადაღებაზე, ვსვამ ყავას, ვუსმენ მუსიკას, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ვერსიით და ბედნიერი ვარ. დიახ, ჩემი ნაპერწკალი დაბრუნდა", - წერს ანა.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.