ქეთი ქურდოვანიძე: რუსული რეჟიმის თანამოაზრეა უკლებლივ ყველა, ვისაც ეს გაუხარდა

“რუსულმა რეჟიმმა 9 წელი მიუსაჯა საქართველოს რეფორმატორ პრეზიდენტს აბსურდული ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი არის და ისტორიაში დარჩება, როგორც პუტინის რუსეთთან მებრძოლი გმირი.
რუსული რეჟიმის თანამოაზრეა უკლებლივ ყველა, ვისაც ეს გაუხარდა და ვინც ამაზე ხმა არ ამოიღო, ყველაზე ამაზრზენი კი ის ადამიანები არიან მიშას ხსენებას რომ კრძალავდნენ და კრძალავენ ახლაც აქციებზე,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ