სალომე სამადაშვილი – რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, განცხადებები, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. მათ შორის ის ტყუილი გაბათილდება ხვალ, როცა ჩვენ ვნახავთ, რომ „MEGOBARI აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მინდა საზოგადოებას განვუმარტო რას ნიშნავს „MEGOBARI აქტი“ – ეს არის ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერი აქტი, რომლის მიზანია რუსულ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდა, რათა გათავისუფლდეს საქართველო რუსული რეჟიმის მმართველობისგან, აღდგეს ქვეყანაში დემოკრატია და ჩვენ შევძლოთ იმ ამოცანების განხორციელება, რაც დასახული აქვს ქართველ ხალხს და რასაც ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია