სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
იმის გამო, რომ თორნიკემ დაიცვა მეფე ერეკლე, მთელი საქართველო და გაბრაზდა დამპალ მარგარიტა სიმონიანზე,
კრემლმა, რუსს ნუ აყენებ შეურაცხყოფასო და თორნიკეს დასჯა გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ სასამართლოში დაიბარა, ან დააჯარიმებს, ან ციხეში გაუშვებს..
გაოგნდით ჰო?
რუსის შეურაცხყოფის გამო,
ქართველის ციხეში გაშვება ახალი ამბავია ჰო?
აჰ, უფროსი თაობისთვის არა ხომ?
ისედაც უკვე ნანახი გაქვთ კრემლიდან როგორ იმართებოდა თბილისი…
არ ვიცი საბჭოთა კავშირის დროს, რამდენად იყო რუსული მთავრობა, ვერ მოვესწარი, მგარამ ახლა იმდენად რუსულია და იმდენად ყველაფერში იგრძნობა, რომ ვინც კიდევ იმას ამბობს, აბაო სადააო რუსული, უბრალოდ კომფორმისტები არიან და არ გამოდიან კომფორტის ზონიდან, სულ ესაა…
ახლა გითხრათ როგორაა ეს ამბავი: როგორ და მარო სიმონიანი, რომელიც დაცინვით და ზიზღით ამბობდა პირდაპირ ეთერში, როგორც მეფე ერეკლე მოფორთხდა ჩვენთან და დაცვა გვთხოვა, ქართველები ცოტა ხანში ფეხებზე დაცემულები ისევ მოფორთხდებიან და დაცვას გვთხოვენო…
მეფე ერეკლე მუხლებზე დაცემული მოფორთხდაო!
ჯერ ერთი,
მარგო,
მეფე ერეკლეს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ და იმის ღირსად კიდევ, მეფე ერეკლეს სახელის ხსენებას რომ ბედავდე!
მერეც მეორე,
წაგიკითხავს ერთხელ მაინც გეორგევსკის ტრაქტატი?
აჰ არა?
მეფე ერეკლე კი არ მოფორთხდა,
ამდენ მუსულმან მტერში,
ერთი მართლმადიდებელი რუსეთია
და ის უფრო დაგვიცავსო იფიქრა და ტრაქტატი გავაფორმოთო შესთავაზა დამპალ რუსეთს!
და რუსეთმა კრწანისის ომში არ დაიცვა,
უნდოდა მიწასთან გასწორებულიყო საქართველო და მერე დაეპყრო!
რა მუხანათურია არა?
მუსულმანურმა ქვეყნებმა იმდენი არ ავნეს საქართველოს,
რამდენიც მართლმადიდებლურმა რუსეთმა,
რა ბოროტი და სასტიკია არა?!
ჰო, ეგ არის დამპალი რუსული იმპერია,
რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ფარია:
დაიპყროს სხვა ქვეყნები და მოაჩვენოს, რომ უფრო ლმობიერი იქნება, სინამდვილეში კი ეშმაკს უფრო მეტი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან, ვიდრე რუსეთს ზოგადად ქრისტიანობასთან!
ჰოდა ამ ყველაფერზე რომ გაბრაზდა თორნიკე,
აი ეს კომენტარი დაწერა საჯაროდ, რაც ფოტოზეა და
გაბრაზდა ალბათ მარგო,
ჩამორეკა ქ.ოცნებაში
და პარტიას უთხრა, დასაჯეთო ეს ბიჭი!
ამათაც მარგოს კი არ უთხრეს
მეფე ერეკლეზე ამის თქმა როგორ გაბედეო,
ჩვენი მეფე იყოო,
მოფორთხდა როგორ აკადრეო,
ადგნენ და პირიქით, თორნიკე დაიბარეს
სასამართლოში,
მარგომ გვიბრძანა და უნდა დავსაჯოთო..
Tornike Razmadze მადლობა იმისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებ,
მადლობა რომ სამშობლოს როცა უჭირს,
კომფორმისტობა კი არ არჩიე,
არამედ ბრძოლა და მიხარია შენს ვიდეოებს სოფელში, შარა გზებსა და ბირჟებზეც რომ უყურებენ და მერე შენს ვიდეოებზე უფრო ლაპარაკობენ, ვიდრე ტვ ნაძეჟდას..
ამიტომ გსჯიან..
გაშინებენ, შეეშვი ვიდეოების ჩაწერასო,
არადა ასეთ დროს, სულ ილია ჭავჭავაძის სიტყვები მახსენდება, რომ “მოძრაობა და მოძრაობაა ჩემო თერგო, ქვეყნის სიკეთისა და ღონის მიმცემიო” და რაც უფრო მეტად შეეცდებიან ჩვენს გაჩერებას, უფრო აქტიურად უნდა ვიმოძრაოთ ქვეყნის გადასარჩენად..
მადლობა…




