ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა

„72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა. ჩემი სრული სოლიდარობა და უდიდესი პატივისცემა ბატონ გოგის! ჩვენ ვსაუბრობთ ექიმზე, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით ბავშვს, უანგაროდ ემსახურა ასიათასობით ოჯახს და არაერთი თაობა აღზარდა. ის დააკავეს დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის.
მედიცინის ფუნდამენტური პრინციპი და ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, დავეხმაროთ ადამიანს ნებისმიერ ვითარებაში. ამ დროს კი სახელმწიფო ექიმს თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და დახმარების გაწევის გამო სჯის, რაც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ ეწინააღმდეგება სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. ასეთ ადამიანებს, ასეთ ექიმებს სახელმწიფო უნდა უფრთხილდებოდეს და არა სდევნიდეს“, — ამბობს ექიმი ქეთევან შავლიაშვილი „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს