ქედაში მანქანა 60 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა

ქედაში, მანქანა გზიდან მდინარე აჭარისწყლის კალაპოტისკენ 60 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მხულის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.