ქედაში კაცი დაჭრეს

ქედის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაშავებული მამაკაცი ქედის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
როგორც ექიმები აცხადებენ, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პაციენტს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრის ფაქტი გუშინ მოხდა.