არქივი25 იანვარი, 2024, 15:08
ორბელიანის მოედანზე კაცი დაჭრეს, ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
ორბელიანის მოედანზე კაცი დაჭრეს, ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ტაბულა დაუკავშირდა ინგოროყვას სახელობის კლინიკას, სადაც გვითხრეს, რომ კაცი სასწრაფოს მანქანაშივე უკვე გარდაცლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.