არქივი28 დეკემბერი, 2023, 11:12
ქარმა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე შენობას სახურავი გადახადა, სადგურზე კი სარეკლამო აბრა მანქანას დაეცა
ძლიერმა ქარმა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე შენობას სახურავი გადახადა. შემთხვევა 53 ნომერში, ცოტა ხნის წინ მოხდა. არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, სადგურის მოედანზე ძლიერმა ქარმა რეკლამის აბრა წააქცია, რომელიც ავტომობილს დაეცა.
უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, სადაც მოგლეჯილია ხეები, გადახდილია სახურავები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი უშუქოდაა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.