ქარიშხალი "იშა" დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში - სტიქიამ პრობლემები შექმნა
ქარიშხალმა "იშა"დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში პრობლემები შექმნა. სტიქიამ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ტალღების ადიდება გამოიწვია.
ქარიშხალმა, ასევე, მოგზაურობაზეც იმოქმედა - ავიაკომპანიებმა დუბლინსა და მის მიმდებარე აეროპორტებიდან 150-მდე ფრენა გააუქმეს.
ირლანდიის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დუბლინში, ნარინჯისფერი ამინდის გაფრთხილება გამოსცა. დასავლეთისა და ჩრდილო დასავლეთის ნაწილები უფრო მკაცრი - წითელი გაფრთხილების ქვეშ მოექცა.
უამინდობამ ხელი შეუშალა ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავების დაშვებასაც. თვითმფრინავები ლონდონის ჰითროუს აეროპორტში არასტაბილურად დაეშვნენ.
ამინდის ოფისის ცნობით, დღეს ძლიერი ქარი და წვიმა მთელ ქვეყანაშია მოსალოდნელი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.