ლევან თაქთაქიშვილი: მინდა ვთქვა ერთი: გიორგი კეკელიძემ შექმნა თავისი ისტორია ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მე ვამაყობ, რომ …

“იწყება ახალი კვირა! ეს კვირა იმით იქნება გამორჩეული, რომ ახალი ხელმძღვანელი მეყოლება! Konstantine Gamsakhurdia !
მე წარსულზე მინდა ვთქვა: მე მქონდა ბედნიერება, მყოლოდა ხელმძღვანელად 6 სხვადასხვა თვისებების მატარებელი პიროვნება!
ყველა სრულიად არაორდინალური და პატივსაცემი. ყველასთან ვმეგობრობ ( ბატონი აკაკი ნათელში იყოს).
მ მკითხა ერთხელ-
რომელს გამოარჩევდი მათგან ახლო ურთიერთობის მიხედვითო, ვერ გამოვარჩევ მეთქი. ყველასთან ძვირფასი ურთიერთობა მაქვს მეთქი.
შეუძლებელიო. ახლა შემიძლია ვთქვა-ყველაზე უშუალო ურთიერთობა თქვენთან მაქვს, ბატონო გიორგი!
გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze
მე მინდა ერთი ამბავი გავიხსენო: 8 წლის წინ იყო. პარლამენტში ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირთან შეხვედრაზე გამოგყევით ერთ -ერთი საკითხის განხილვაზე, პრობლემები ჩამოვთვალე ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთ-ერთ პრობლემად მეხსიერების პრობლემა ვთქვი. სახეზე გაუკვირდათ ყველას, მათ შორის დირექტორსაც. მე ვუთხარი, რომ ადამიანის მეხსიერება არაა ჩვენგან მართული, მაგალითად :
ბავშვობაში, სკოლაში სწავლისას კურილიის კუნძულების პრობლემა გვითხრა გეოგრაფიის მასწავლებელმა, იაპონია თხოულობსო. მე მაშინ სსრკ-ს მოქალაქე ვიყავი და მოსკოვი ჩემი დედაქალაქი იყო, დღეს, როცა კურილიის კუნძულების პრობლემა იხილება ტელევიზორში, მაინტე რესებს , არადა ჩემი ინტერესის საგანი აღარაა მეთქი.
გაეცინათ ყველას.
რომ წამოვედით პარლამენტიდან, გიორგიმ მკითხა-საიდან გაგახსენდა ეს კურილიის კუნძულებიო?
მეხსიერება ადამიანის პიროვნების მთავარი საფუძველია! მის გარეშე ადამიანი ცხოველია!
მე დაკვირვებული ვარ ჩემს თავზე :
მეხსიერება არის ჩემი ცხოვრების მთავარი რამ!
მაქვს ნოსტალგია ძველზე!
ამავე დროს მაქვს სიახლის დიდი სურვილი!
მაქვს ნოსტალგია ძველ დირექტორებთან შექმნილი საქმეების და მინდა დავინახო , რა იქნება მომავალში.
მე ფერიდე კვაჭანტირაძე მენატრება, რომელმაც მიმიყვანა ბიბლიოთეკაში, რომლის ოცნებაც იყო წიგნის მუზეუმის შექმნა, ყოველ კვირაში ერთხელ იწყებდა ტექსტს: ბიბლიოთეკა არის წიგნის მუზეუმიო, ლევან, მოვა ახალი დირექტორი და გახსნის წიგნის მუზეუმსო, შედიოდა ახლადდანიშნულ დირექტორთან და ეუბნებოდა-წიგნის მუზეუმი უნდა გახსნაო, ასე იყო იქამდე, სანამ გიორგი კეკელიძემ არ აუსრულა ეს ნატვრა! ასევე არ დამავიწყდება პრესის მუზეუმის გახსნა, ყველა გაზეთი ერთ დარბაზში!
გველების სისინი-ასავალ-დასავალი დევს ისტორიულ გაზეთებთან ერთადო. კეკელიძის ღიმილი და თვალის ჩაკვრა.
ფოლკლორის დარბაზი(ძველი მოხატულობის აღდგენა, ქალბატონ Nana Gotua რომ ნელ-ნელა ვამატებინებდი მოხატულობის მოცულობებს, ბოლოს რომ სადარბაზოც მოვითხოვე! დღეს რომ მშვენიერი და აღდგენილია)
გურამ შარაძის კაბინეტის გახსნა-იქაც სისინები. ასევე დირექტორის მხარდამჭერი ღიმილი.
მე გველების არ მეშინია, თაქთაქიშვილები გველის წამალს ამზადებდნენ საუკუნეების მანძილზე.
მე ხვალ ახალ სამუშაო კვირას ვიწყებ, ვიწყებ ახალი იმედებით, ჩემი ვიღაცისთვის გიჟური ოცნებებით, მინდა ვთქვა ერთი: გიორგი კეკელიძემ შექმნა თავისი ისტორია ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მე ვამაყობ, რომ ამ ისტორიაში ვიყავი როგორც თავდამსხმელი, ასევე მცველი, როგორც მეკარე, ასევე მოხეტიალე ფორვარდი, მე არ ვყოფილვარ არც მარცხენა და არც მარჯვენა, მე მინდოდა ერთი-რაც შეიძლება მეტი გოლი , მეტი იშვიათობა, მეტი რარიტეტი, მეტი ჩანაწერი ბიბლიოთეკაში,” –  წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი.