ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-მდე აქვს რეალური რეიტინგი - ბიძინა ივანიშვილი

„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-მდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია, - ამის შესახებ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი „ქართული ოცნების“ საარჩევნოდ გაძლიერება არ არის.

„ამაზეც აქცენტი ძალიან კარგად გავაკეთე ჩემს გამოსვლაშიც, რომ მე ამისთვის არ მოვედი. მე მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.