ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილი - „ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-მდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ოპოზიცია ცრუ კვლევებით აქვეყნებს - 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს

„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-ამდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ოპოზიცია ცრუ კვლევებით აქვეყნებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-მდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ეს ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია. ამაზეც ძალიან კარგად გავაკეთე აქცენტი ჩემს გამოსვლაში, მე ამისთვის არ მოვედი, მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი.
2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს. გავყვებით იმ ხაზს, რასაც 2012 წლიდან მივყვებით, რომ ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე ევროკავშირის წევრი გახდეს, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ, რაც შემოვიტანეთ, გახსოვთ რა იყო მანამდე“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.