ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია იტყობინება, რომ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ, სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ლიდერობს:
"უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, მესამე სატურნირო დღეს, სპორტულმა წყვილებმა მოკლე პროგრამებით იასპარეზეს. 20 სპორტულ წყვილს შორის 69.18 ქულით ლიდერობს ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასიასა და ლუკას გამოსვლა ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება უფროსების კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც მარტის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.