ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინგა გურგენიძემ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ინგა გურგენიძემ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია იტყობინება, რომ 15 წლის ინგა გურგენიძე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა:
"უნგრეთის ქალაქ დებრეცენში სტარტი აიღო იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში. "ფონიქ არენაზე" მოკლე პროგრამებით დღეს გოგონებმა იასპარეზეს.
ჩვენი ნაკრების წევრმა, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულმა ინგა გურგენიძემ ღირსეულად და მისთვის ჩვეული დამაჯერებლობით იასპარეზა, სეზონის საუკეთესო შედეგით, 67,47 ქულით 38 ქვეყნის 48 სპორტსმენს შორის მე-2 ადგილი დაიკავა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ინგამ პირველი პოზიცია მხოლოდ იუნიორთა შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონს,
იაპონელ მოციგურავეს მაო შიმადას დაუთმო.
ვულოცავთ ინგას ამ შესანიშნავ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ თავისუფალ პროგრამაში, რომელიც 1-ელ მარტს გაიმართება".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.