“ქართულმა ოცნებამ” ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო

“ქართულმა ოცნებამ” ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო – საუბარია, ბათუმში კარვის გაშლის გამო დაკავებული მოქალაქის,  ზურაბ ქარჩავას საქმეზე.

  • 2022 წელს მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარავი გაშალა და ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვება მოითხოვა. მოქალაქე კარავში დარჩენას და შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ პოლიციელებმა მას კარავი წაართვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. საბოლოოდ, ახალგაზრდა კაცს დმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2023 წლის სექტემბერში ევროპული კონვენციის მე-6 [სამართლიანი სასამართლოს უფლება] და მე-10 [გამოხატვის თავისუფლება] მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

სტასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ქარჩავასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება (1 000 ევროს ოდენობით) დაეკისრა.

საქმე ეხება სოლო (ინდივიდუალურ) საპროტესტო აქციას, რომლის გამართვასაც ბატონი ქარჩავა 2022 წლის ბოლოს გეგმავდა, რათა გაეპროტესტებინა სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო სადილების არარსებობა. მას განზრახული ჰქონდა კარვის გაშლა მემედ აბაშიძის ქანდაკების უკან, საზოგადოებრივ მოედანზე, რომელიც მდებარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის სიახლოვეს, და შიმშილობის დაწყება.
აქციის დაწყების დღეს, პოლიციის თანამშრომლები შეეცადნენ დაერწმუნებინათ იგი, შეეცვალა გეგმები, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია განკუთვნილი იყო საახალწლო ღონისძიებებისთვის, რაც მათ შორის პიროტექნიკის შესაძლო გამოყენებასაც გულისხმობდა. მათ მოუწოდეს მას, გადასულიყო უფრო შესაფერის ადგილას. ლანჩის დროს მომჩივანი დააკავეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის – რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ბატონი ქარჩავა ჩივის, რომ მისი სოლო დემონსტრაციის შეწყვეტა და მისი შემდგომი მსჯავრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევას, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა, განხილული მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) შუქზე.
სამართლიანი დაკმაყოფილება: მორალური (არამატერიალური) ზიანი: 1,000 ევრო (EUR),” – წერია საიას განცხადებაში.