ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართულმა ოცნებამ“ განათლების რეფორმა დაამტკიცა

„ქართულმა ოცნებამ“ განათლების რეფორმა დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, 80 ხმით 8-ის წინააღმდეგ, მიიღო უმაღლესი განათლების რეფორმის კანონპროექტების პაკეტი.
რეფორმის მიხედვით, უმაღლესი განათლების სისტემაში დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება. გაუქმდება საგრანტო დაფინანსება. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. კერძო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში სტუდნტზე გრანტი აღარ გაიცემა. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას.
საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად თვითონ განსაზღვრავს, სასწავლო წლის განმავლობაში რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები.
„ოცნება” აპირებს დანერგოს პრინციპი ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი. ანუ პირობითად იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაძლოა მხოლოდ თბილისში იყოს ხელმისაწვდომი, ჟურნალისტიკა -მხოლოდ ქუთაისში და ა.შ. უცნობია, ჯამურად რამდენი სტუდენტი შეძლებს ბიუჯეტის დაფინანსებით სწავლას. ანალიტიკოსები და ექსპერტები ელიან, რომ სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება.
საქართველოს მთავრობა განათლების სამინისტროს ხელით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.