ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ გამზარდია: ხელისუფლებისადმი მორჩილი და "სასურველი" თაობის აღზრდა - განათლების ამჟამინდელი რეფორმა ერთი ერთში ბრუნდება საბჭოთა განათლების სისტემაზე

არჩილ გამზარდია: ხელისუფლებისადმი მორჩილი და "სასურველი" თაობის აღზრდა - განათლების ამჟამინდელი რეფორმა ერთი ერთში ბრუნდება საბჭოთა განათლების სისტემაზე

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია განათლების რეფორმებს ეხმაურება:

საბჭოთა სკოლის მოდელის ძირითადი პრინციპები:​

1. ცენტრალიზაცია (ერთიანობა):​განათლების სისტემის მკაცრი ცენტრალიზებული მართვა სახელმწიფოს მხრიდან.​

2. ერთიანი სასწავლო გეგმა და პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით (ე.წ. „ერთ თარგზე მორგება“).

​3. სისტემის სრული დაქვემდებარება სახელმწიფო პოლიტიკას.​

4. იდეოლოგიზაცია.

5. ხელისუფლებისადმი მორჩილი და "სასურველი" თაობის აღზრდა.

6. ერთიანი სასკოლო ფორმა.

7. სკოლის შერჩევა მხოლოდ ტერტორიული სიახლოვის პრინციპით.

8. ერთი და იგივე სავალდებულო სახელმძღვანელოები და ა.შ.​ მოკლედ, საბჭოთა სკოლა იყო ცენტრალიზებული, იდეოლოგიზებული და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული სისტემა.

განათლების ამჟამინდელი რეფორმა ერთი ერთში ბრუნდება რამდენიმე ათწლეულით უკან საბჭოთა განათლების სისტემაზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.