„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა. მას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა – კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
21-წევრიან უმაღლეს საბჭოში, „ქართულ ოცნებას“ 13 დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციიდან დარჩენილია – ორი („გახარია – საქართველოსთვის“), ექვსმა ოპოზიციონერმა კი მანდატებზე უარი თქვა. ოპოზიცია არ ცნობს 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციას.
„სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. კენჭისყრამდე, კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები“, – წერია აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
სულხან თამაზაშვილის წინამორბედმა, თორნიკე რიჟვაძემ, 4 აპრილს სოციალურ ქსელში მოულოდნელად დაწერა თანამდებობის დატოვების შესახებ. ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში მან თქვა, რომ სიახლის დრო იყო და რომ რჩებოდა „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცად.
მის შემცვლელად „ქართულმა ოცნებამ“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი შეარჩია. თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები, შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრსა და სპეცრაზმის ხელმძღვანელებთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”