გიორგი კირთაძე – სულხან თამაზაშვილს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა, აჭარაში არავინ იცნობს, ის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია და დასანქცირებულია

სულხან თამაზაშვილს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა, აჭარაში არავინ იცნობს, ის არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და დასანქცირებული, – ამის შესახებ ” კოალიცია ცვლილებისთვის “, ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ტიპის წესრიგი, როდესაც ოლიგარქი ერთპიროვნულად წყვეტს ვინ მოხსნას და ვინ დანიშნოს თანამდებობაზე უნდა შეიცვალოს.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, არალეგიტიმურ ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოს რიჟვაძის ნაცვლად შესთავაზოს ბატონი თამაზაშვილის კანდიდატურა, რომელსაც გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ არავინ იცნობს. მითუმეტეს, პოლიტიკური გამოცდილებით ბათუმსა და აჭარაში. მის შესახებ, რაც ვიცით არის ის, რომ ის არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და დასანქცირებულია ჩვენი დასავლელი წარმომადგენლების მხრიდან და ეს ფაქტი ბევრ რამეს ცხადყოფს. ამ ტიპის წესრიგი, როდესაც ოლიგარქი თავად წყვეტს ვინ დანიშნოს და ვინ მოხსნას თანამდებობიდან, უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა კირთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ