ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ხურმის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ქართული ხურმის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ხურმის ექსპორტი 59%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
კერძოდ, 2025 წლის ათ თვეში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 1.128 მლნ დოლარის ღირებულების 1 464 ტონა ხურმა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 2.775 მლნ დოლარის ღირებულების 3 999 ტონა.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში 12%-ით გაიზარდა ქართული ხურმის საექსპორტო ფასები. უფრო კონკრეტულად, წელს ათ თვეში 1 კგ. ხურმის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 77 ცენტს შეადგენდა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 69 ცენტი იყო.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში ქართული ხურმა მხოლოდ ხუთ ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი - 55.6%-იანი წილი რუსეთს ეჭირა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული ხურმის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთი იყო.
· რუსეთი - 813.8 ათასი დოლარის 967.1 ტონა;
· უკრაინა - 134.3 ათასი დოლარის 181.1 ტონა;
· სომხეთი - 133.8 ათასი დოლარის 258.4 ტონა;
· ბელარუსი - 41.5 ათასი დოლარის 37.7 ტონა;
· თურქეთი - 5 ათასი დოლარის 20 ტონა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.