ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ჩირის ექსპორტი 50%-ით შემცირდა - ექსპორტში გერმანიის წილი 80%-ია

ქართული ჩირის ექსპორტი 50%-ით შემცირდა - ექსპორტში გერმანიის წილი 80%-ია

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული წარმოების ჩირის ექსპორტი 50%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მიხედვით, წელს ათ თვეში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 811 ათასი დოლარის 234 ტონა ჩირი, გასული წლის იანვარ-ოქტომბერში კი 1.642 მლნ დოლარის ღირებულების 638 ტონა გამხმარი ხილი.
აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ღირებულების ჩირი გერმანიაში გავიდა. კერძოდ, ამ ბაზრის წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80%-ს შეადგენდა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული ჩირის 5 ძირითადი გასაღების ბაზარი ასე გამოიყურებოდა:
· გერმანია - 649 ათასი დოლარის 150 ტონა;
· რუსეთი - 62.2 ათასი დოლარის 34 ტონა;
· ლატვია - 41.7 ათასი დოლარის 2 ტონა;
· ლიეტუვა - 16.8 ათასი დოლარის 1.7 ტონა;
· უზბეკეთი - 16.7 ათასი დოლარის 44 ტონა.
რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ქართული ჩირის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.5 დოლარი იყო, გასული წლის იანვარ-ოქტომბერში კი 2.6 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული ჩირის საექსპორტო ფასი 34%-ით გაიზარდა.
www.bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.