“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ კანონპროექტებს, მათ შორის, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, რომლის შესწორებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს;
დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ლამინირებული პირადობის მოწმობებს ეხება.
გარდა ამისა, დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“.
“კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია კონსენსუსი – მომდევნო ორი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა და სრულად აღჭურვონ”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება