ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დღეს უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს შეხვდება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს, ხვალ კი ვიცე-პრემიერს შეხვდება. სწორედ მისი მიწვევით იმყოფებიან უნგრეთში უმრავლესობის ლიდერი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია, უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერებაა.
დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები უნგრეთის პარლამენტსა და ევროპულ საქმეთა სამინისტროში.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.