„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი ზაქარია წიკლაური წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი ზაქარია წიკლაური წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სოზარ სუბართან ერთად წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოცემულ ადგილზე დაიგო ასფალტი ცენტრალურ და შიდა გზებზე, დამონტაჟდა გარე განათებები და მოეწყო სპორტული მოედნები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მოსახლეობამ მმართველი გუნდის და მისი პოლიტიკის სრული მხარდაჭერა გამოხატა და მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად მისი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა პოზიტიურად შეაფასა. თავის მხრივ, ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ადგილობრივების პრობლემებს მათი ჩართულობით და მათთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე გაუმკლავდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში