ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, თავისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები გააცნო და ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ადგილზე ბევრი რამ გაკეთდა – სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის საფარი, გაკეთდა სტადიონი, თუმცა ცხადია, პრობლემებიც არის.
კერძოდ, მოსახლეობამ ითხოვა სტადიონის რეაბილიტაცია, ასევე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ალექსანდროვის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა და ადგილობრივების საკუთრებაში არსებული კერძო სახლების დაკანონება, ვისაც ჯერ არ აქვს დაკანონებული. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატი და სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.
Previous: თუ კუპრაძე გახდება მერი, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, მეორე დღეს კუპრაძე იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა და წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.