„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საკუთარი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე ესაუბრა. მოცემულ ლოკაციაზე სრულად შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია გზის საფარი და რეაბილიტირებულია აქ არსებული სკვერიც და სპორტული მოედანიც. თუმცა ადგილობრივებს აქვთ გარკვეული მოთხოვნებიც.
კერძოდ, ითხოვენ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას და ასევე, ახალგაზრდების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სპორტულ მოედანთან და სკვერთან ე.წ. მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას, რასთან დაკავშირებითაც მაჟორიტარობის კანდიდატმა სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ადგილობრივებს. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ.
Previous: ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს, თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა არის კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ფესვებსა და ისტორიას

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს