ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური პარლამენტის ვიცე-სპიკერ სოზარ სუბართან ერთად გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ადგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საცხოვრებელ სივრცეში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა (გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის საფარი და ა.შ.), ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ისინი ითხოვენ. კერძოდ, საუბარია სკვერზე, რომლის რეაბილიტაცია ჯერ არ არის დასრულებული და სწორედ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა არის მოსახლეობის მოთხოვნა. ასევე, მათ პრობლემას უქმნის ამ უბანში არსებული მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი, რომლის დემონტაჟს და სხვა ადგილას გადატანას ითხოვს მოსახლეობა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მათი პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.