ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ქართული ოცნების” საგარეჯოს მერობის კანდიდატი ვახტანგ კაკუტაშვილი: მაქვს სურვილი, ჩავერთო ჩემი რაიონის განვითარებაში და მეტი სიკეთე მოვუტანო მას

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ვახტანგ კაკუტაშვილი იქნება, რომლის განცხადებითაც, მერობის კანდიდატად წარდგენას დათანხმდა, რადგან აქვს სურვილი, საკუთარ რაიონს მეტი სიკეთე მოუტანოს. კაკუტაშვილის თქმით, მთავრობის ხელშეწყობით, საგარეჯოში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა და მას, როგორც ადგილობრივს, მერად არჩევის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, საგარეჯოს რაიონის განვითარებაში ჩაერთოს.
“ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა მთავრობის ხელშეწყობით და ამიტომაც დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, რომ ვარ ადგილობრივი, შესაბამისად, მეც მაქვს სურვილი, ჩავერთო ჩემივე რაიონის განვითარებაში და მეტი სიკეთე მოვუტანო რაიონს.” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.