ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქედის დელეგატ - მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ჩიტიძეების, გეგელიძეებისა და ახოს მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ქედის სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
„ანზორ ბოლქვაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.