ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ დელეგატი ანზორ ბოლქვაძე შუახევის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში შუახევის დელეგატ ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოფლების: ტბეთის, გოგაძეების, მახალაკიძეებისა და გორის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები.
მისივე თქმით, შუახევში მთისათვის დამახასიათებელი სიმტკიცითა და პრინციპულობით გამორჩეული ხალხი ცხოვრობს.
„გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით მოგახსენებთ, რომ სწორედ მთიანი რეგიონები, იქ არსებული ტრადიციების სიმყარე, უფროს-უმცროსობის ცამდე ასული შეგრძნება, მთასა და ბარში გამოწრთობილი ადამიანების სიმტკიცე უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას. ვისაც მჭიდრო კავშირი აქვს მთასთან, მათთვის სულაც არ წარმოადგენს სიახლეს ჩემი მოსაზრება, ისინი, ვინც ახლოს არის ამ რეალობასთან, 26 ოქტომბერს დარწმუნდებიან ჩემს სიმართლეში“,- განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.