ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება – უილსონი

„ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება – უილსონი

აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
„აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, რომლის მიზანიც პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებაა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ეს უნდა შეისწავლოს. ამ საკითხის შემდგომ შესწავლას მოუთმენლად ველი“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი OC-Media-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ „აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმარი, დავით კუხალაშვილი მოსკოვში იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორია, რომელიც კლიენტებს კონსულტაციას უწევს, რათა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და აქტივების გაყინვას თავი აარიდონ“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.