ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უილსონის თქმით, ტალიაშვილის ქმრის საკითხი ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს

უილსონის თქმით, ტალიაშვილის ქმრის საკითხი ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტი უნდა დაინტერესდეს აშშ-ში „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმრის საქმიანობით.
ჯო უილსონი ასე გამოეხმაურა OC Media-ს სტატიას, რომლის მიხედვითაც, თამარ ტალიაშვილის ქმარს, დავით კუხალაშვილს მოსკოვში იურიდიული ფირმა აქვს, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბიზნესს ეხმარება. კერძოდ, ტალიაშვილის ქმრის ფირმა კონსულტაციას უწევდა კლიენტებს, რომლებიც ცდილობდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებული აქტივების გაყინვისა და სანქციების მოგვარებას.
„აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, არსებული ცნობებით, რუსეთს აშშ-ის სანქციებისათვის თავის არიდებაში ეხმარება, რომლებიც მიზნად ისახავს პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებას. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და მოუთმენლად ველი შემდგომ რეაგირებას“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.