ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მსვლელობაში ცოტნე ივანიშვილი მონაწილეობს

თბილისში, პარლამენტის წინ, 20:00 საათზე იგეგმება მმართველი პარტიის „საერთო სახალხო შეკრების“ დაწყება. მანამდე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს, მათ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი.
22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტიის კონტრაქციის შესახებ, რომელიც „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით, 29 აპრილს დაინიშნა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მედიაში ვრცელდება კადრები ღონისძიებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეების შესახებ.
პარლამენტმა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. კანონპროექტს მოქალაქეები მრავალათასიანი დემონსტრაციებით აპროტესტებენ.
29 აპრილს კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.