ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები, ამისთვის ვარ დღევანდელ შეკრებაზე – ცოტნე ივანიშვილი
პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობაში მონაწილეობს.
როგორც ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.
„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.