„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოქალაქეებთან დღევანდელი პოლიტიკური ვითარება განიხილა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მათი პოიციები მოისმინა.
ზუკა რურუას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით დღევანდელ „დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში, გონივრული და წინდახედული ქმედებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, მისი თქმით, მშვიდობა განვითარების საწინდარია.
„შევხვდი ადამიანებს, რომელთა უმეტესობა ჯანსაღი ცხოვრების წესით არის გატაცებული, რაც ძალიან მახარებს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“,- განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი - ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.