„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. კერძოდ, შსს-ს თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა. აქციის მონაწილეები კი დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში საყვირების ფონზე აცილებენ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ