ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში მოქალაქეების შეძახილების ფონზე შედიან

მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო, ჩიტაძის ქუჩა მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტომანქანებით შედიან უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეზოში. მათი გამოჩენისთანავე ისმის აქციის მონაწილეების შეძახილი: „მონებო! მონებო!“
09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა არის დანიშნული, რომელზეც მესამე მოსმენით განიხილავენ „აგენტების კანონს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 6 საათისთვის დაიწყეს. მოქალაქეები პარლამენტთან „აგენტების კანონს“ 12 მაისის 21:00 საათიდან აპროტესტებენ აქციაზე, სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“
დილით პოლიციამ ძალით გამოყენებით დააკავა პარლამენტთან ღამისთევის აქციის ცალკეული მონაწილეები.
რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მათგანს. მოქალაქეს პოლიციელებმა პერანგი და მაისური შემოახიეს და რამდენჯერმე თავში ჩაარტყეს.
პოლიციის თანამშრომლების მიერ კიდევ ერთი დემონსტრანტის ცემა სხვა მედიასაშუალებებმაც გადაიღეს. ეს მოქალაქესაც წრეში მოაქციეს და თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს.
კვლავ დაძაბულობა ზაქარია ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზეა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.