არქივი14 ოქტომბერი, 2024, 11:09
„ქართული ოცნების“ დელეგატი აჩიკო ბერიძე - მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და წარმატებისთვის

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ინდივიდუალური შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე დელეგატმა მოქალაქეებთან ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებაში.
„მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და წარმატებისთვის“, - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.