ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)
"„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი.
შეხვედრა უაღრესად საინტერესო, თბილი, მეგობრული და ემოციური იყო. ადამიანებთან, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქალაქს და უდიდეს კვალს ტოვებენ თავიანთი საქმიანობით.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ყურადღება გავამახვილეთ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულის აქტიური ჩართულობა, ვინაიდან, პარლამენტში ყოფნის დროს პირველ რიგში, ვიხელმძღვანელებ ჩემი ქალაქელების ინტერესებიდან გამომდინარე.
ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ 26 ოქტომბერს, უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრის გამორჩეულ სტუმრებს და ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მობრძანებისთვის," - წერს აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.