ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მართავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მართავს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფლების: ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან განიხილა ზოგადი გამოწვევები, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობასთან.
განვიხილეთ ზოგადი გამოწვევები, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ხაზი გავუსვით 26 ოქტომბრისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
მე მჯერა, ჩემი ბოლნისელების უპირობო მხარდაჭერის!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.