პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვაზიანისა და ქსოვრისის მოსახლეობას შეხვდა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ასევე მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.
„შეხვედრას ესწრებოდნენ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი, ასევე პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.