ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე გაძვირდა

გალტ & თაგარტის 20–24 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები გასულ თვესთან შედარებით გაძვირდა. წინა კვირასთან შედარებით კი შემცირებულია მხოლოდ Georgia Capital-ის აქციები.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.75% წინა კვირასთან შედარებით და +7.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 166 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.95 - 35.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.61% წინა კვირასთან შედარებით და +3.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 169 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.75 - 28.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.96 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.58% წინა კვირასთან შედარებით და +9.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 179 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.96 - 10.18 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.