ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები გაიაფდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები გაიაფდა
გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული კომპანიის აქციების ფასები გასულ თვესთან შედარებით გაძვირდა. წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია მხოლოდ თიბისი ბანკის აქციები.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.14% წინა კვირასთან შედარებით და +4.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 236 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.15 - 35.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.18% წინა კვირასთან შედარებით და -1.26% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 455 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.10 - 28.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.04 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.80% წინა კვირასთან შედარებით და +9.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 141 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.95 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.