„ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს არამზადები“ – რიში
„იმედს მაძლევთ, როცა მეუბნებით, რომ უმრავლესობას სწორი რამის გაკეთება სურს. [..] თუ რასაც თქვენ ქართველ ხახლსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშორონ არამზადები და მოიპოვონ თავიანთი მომავლის კონტროლი. ვილოცებთ თქვენთვის“, – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე.
რიშის ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი რეპლიკა, რომ აშშ-ში არ ესმით დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში და „როგორც ჩანს, რუსული რეპრესიების მხარდაჭერი მნიშვნელოვანი მოძრაობა“.
მან საქართველო შეადარა ბალტიის ქვეყნებს, რომლებსაც „რუსეთთან არ უნდათ არაფერი საერთოს ქონა“. მან ეკა გიგაურ სთხოვა, აეხსნა, რატომ არის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მხარდაჭერა მაღალი.
გიგაურმა უპასუხა, რომ საქართველოში უმრავლესობა, დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის მიუხედავად, მხარს უჭერს დასავლურ კურსს. მან აღნიშნა, რომ მთავრობა დეზინფორმაციით დასავლეთზე ცდილობს გააჩინოს ხალხში კითხვა, „გვინდა კი დასავლეთი?“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.