ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ისინი არიან თაღლითები“ – კალაძე სენატორ რიშზე

„ისინი არიან თაღლითები“ – კალაძე სენატორ რიშზე

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამოეხმაურა სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას, რომ ქართველ ხალხს საშუალება აქვს, ამ არჩევნებზე მოიშოროს „არამზადები“.
კალაძემ თქვა, რომ ისინი, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, არიან „საქართველოს მტრები“. კალაძის თქმითვე, „ისინი არიან თაღლითები“ [ქართული მედიის დიდმა ნაწილმა რიშის განცხადებაში სიტყვა rascals თარგმნა როგორც „თაღლითები“].
„ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს. სენატორი იყოს, ან ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფს ჩემ ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია“, – თქვა მან.
· „ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს არამზადები“ – რიში

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.