ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ - ევროკომისარი გაფართოების საკითხებში

„ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ“, - წერს მარტა კოსი პლატფორმა X-ზე.
„ევროკავშირი კვლავ აგრძელებს თქვენს გვერდით მტკიცედ დგომას თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად “, - წერს მარტა კოსი.
აპრილის ბოლოს მარტა კოსმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: „ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.
ამავე დროს, ევროკომისარმა მარტა კოსმა არ გამორიცხა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, - რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცეს:
· აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ
· მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ
· დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ
· „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების - გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის - ლიდერებმა - და ხაზი გაუსვეს, რომ რომ ისინი ქართველ ხალხს მიმართავენ.
მათგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს:
· სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა
· ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ
· აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.